top of page
Search

როგორია მხედველობა ღამის საათებში ლაზერული კორექციის შემდეგ

მხედველობის ლაზერული კორექცია უამრავი სარგებლის მომტანია ჩვენი ყოველდიღიურობისთვის, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია გაუმჯობესებული მხედველობა ღამის საათებში, რაც მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებს, მაგალითად, მანქანის მართვას. ალბათ რთულია ამის წარმოდგენა, თუკი ასტიგმატიზმის დიაგნოზი გაქვს. ბურუსი, ჰალოები სინათლის წყაროს გარშემო, გადღაბნილი გამოსახულება - ეს ყველაფერი არა მხოლოდ შემაწუხებელია, არამედ საშიშიცაა საჭესთან ღამით.


მხედველობის ლაზერული კორექცია შესაძლებელია მიოპიის (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპიის (შორსმხედველობა), ასტიგმატიზმისა (ბუნდოვანი მხედველობა ყველა მანძილზე) და კერატოკონუსის დროსაც კი. როგორ აუმჯობესებს კორექცია ღამის მხედველობას? 


კონტრასტის გაუმჯობესება

ლაზერული კორექცია აუმჯობესებს არა მხოლოდ გამოსახულების სიმკვეთრეს, არამედ კონტრასტს, რაც იძლევა საშუალებას, უკეთ გაარჩიო საგნები მუქ ფონზე, შესაბამისად, უკეთ დაინახო ფეხით მოსიარულე ადამიანები თუ საგზაო ნიშნები.


მხედველობის ველის გაფართოება

სათვალის ჩარჩო, ისევე, როგორც სქელი მინები, გიმცირებს მხედველობის ველს, შეაბამისად, გიჭირს გარშემო არსებული ობიექტების დროულად შემჩნევა. ეს განსაკუთრებით რთულია ღამით. ლაზერული კორექციის შედეგად კი, სათვალის ტარება აღარ გადჭირდება და მანქანის მართვასაც ბევრად უსაფრთხოდ შეძლებ.


შემცირებული ჰალოები

ლაზერული კორექციის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიაა ე.წ. Contoura Vision, რომელიც ქირურგს საშუალებას აძლევს ახლომხედველობასა და ასტიგმატიზმთან ერთად, გაგისწოროს თვალის ზედაპირის თანდაყოლილი უსწორმასწორობაც, რაც ყველას ისეთივე ინდივიდუალური გვაქვს, როგორც თითის ანაბეჭდები. თუკი ამ მეთოდს აირჩევ, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდება ღამის მხედველობაც, ნაკლებად შეგაწუხებს, მანქანის მართვისას, შემხვედრი ფარები თუ სხვა ხელოვნური განათება.


შემცირებული სიმშრალე

მიუხედავად იმისა, რომ მხედველობის ლაზერულ კორექციას თან ახლავს თვალების სიმშრალე, ეს გვერდითი მოვლენა დროებითია და რამდენიმე თვეში ლაგდება. სამაგიეროდ, ეს გაძლევს საშუალებას დაემშვიდობო კონტაქტურ ლინზებს, რომელთა მუდმივი ტარება მშრალი თვალის დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია. შედეგად, გაგიუმჯობესდება მხედველობის ხარისხი როგორც დღის, ისევე ღამის საათებში.

 

როდის შეიძლება მანქანის მართვა მხედველობის ლაზერული კორექციის შემდეგ?

ლაზერული კორექციის შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში მხედველობა დაბურულია. გარდა ამისა, პროცედურის წინ კლინიკაში მსუბუქ დამამშვიდებელს მიიღებ. ამ მიზეზების გამო, მეორე დღემდე საჭესთან დაჯდომა რეკომენდირებული არ არის. კორექციის ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი მხარე ხომ ისაა, რომ შეგიძლია ჩვეულ ცხოვრებას 24 საათში დაუბრუნდე!


ნინო კობახიძე

მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი

კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი

გლაუკომატოლოგი

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9

ტელ.: 598021122 (10:00-16:00)

290 views0 comments
bottom of page