შენი მხედველობა
შენი თავისუფლებისთვის

2
1
მხედველობის ლაზერული კორექცია
(1500 ლარიდან)
მხედველობის ლაზერული კორექცია ტარდება კომპანია Alcon-ის უახლესი FS200 ფემტო და EX500 ექსიმერლაზერების გამოყენებით. ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელიც კორექციის რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ და საშუალებას გაძლევთ, თქვენს ბიუჯეტზე მორგებით გაიუმჯობესოთ მხედველობა.
2
საკითხავი სათვალის მოხსნა 45-50წ (3900 ლარი)
Allotex რქოვანის მიკროიმპლანტი 2მმ დიამეტრის ბუნებრივი კოლაგენის იმპლანტია, რომელიც ახლო მანძილზე მხედველობის აღსადგენადაა შექმნილი. მინიმალურად ინვაზიურ ლაზერულ ჩარევასთან ერთად, იმპლანტი მხოლოდ ერთ თვალზე კეთდება, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მოცილება, ინარჩუნებს ბუნებრივ შორ მხედველობას
3
საკითხავი სათვალის მოხსნა 50+ ასაკში (2700 ლარიდან)
50 წლის შემდეგ საკითხავი სათვალისგან გათავისუფლება ბუნებრივი ბროლის ხელოვნურით ჩანაცვლების გზით ხდება. იმპლანტი აღადგენს ბუნებრივ მხედველობას სათვალის გარეშე როგორც ახლო, ასევე საშუალო და შორ მანძილებზე
4
მაღალი ახლომხედველობის კორექცია (4900 ლარი)
იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აღენიშნება მაღალი ახლომხედველობა ან მისი რქოვანას სისქე და ტოპოგრაფია არ გვაძლევს ლაზერული კორექციის საშუალებას, ტარდება ფაკიური ლინზის იმპლანტაცია. გამოიყენება კომპანია Staar Surgical-ის EVO Visian ICL ლინზები, რომლებიც -18.0-მდე ახლომხედველობის მოხსნის საშუალებას გვაძლევს
5
კატარაქტის ქირურგია (1600 ლარიდან)
* საყოველთაო დაფინანსება ვრცელდება მხოლოდ სტანდარტულ ბროლებზე
კატარაქტის ქირურგიაში ვიყენებთ ბრიტანული კომპანია Rayner-ისა და ამერიკული კომპანია Alcon-ის ხელოვნურ ბროლებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ბუნებრივი მხედველობის აღდგენა სხვადასხვა მანძილზე სათვალის გამოყენების გარეშე.

