რამდენ ხანს ძლებს თვალშიდა ლინზა?
- Nino Kobakhidze
- Aug 26, 2025
- 2 min read
Updated: Sep 4, 2025
ბევრ პაციენტს აინტერესებს, რამდენ ხანს ძლებს თვალშიდა ლინზები ოპერაციის შემდეგ. აქ არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ლინზების სრულფასოვან ფუნქციონირებას განაპირობებს.
მასალა
თვალშდა ლინზები დამზადებულია გამძლე და ბიოშეთავსებადი მასალებით, როგორიცაა მაგალითად, აკრილი და სილიკონი. ეს მასალები დროთა განმავლობაში ადვილად არ დეგრადირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ თვალშიდა ლინზები მუდმივია. პაციენტთა უმრავლესობას არასდროს სჭირდება ლინზის შეცვლა ოპერაციის შემდეგ.

ფაქტორები, რომლებიც ლინზების ფუნქციონირებას განსაზღვრავს
რამდენიმე ფაქტორი უზრუნველყოფს იმას, რომ ლინზამ თავისი ფუნქცია მუდმივად შეასრულოს.
მასალის ხარისხი: თანამედროვე ლინზები დამზადებულია სტაბილური და დეგრადაციის მიმართ მდგრადი მასალებით.
ქირურგიული ტექნიკა: გამოცდილი ქირურგის მიერ სწორად შესრულებული იმპლანტაცია უზრუნველყოფს ლინზის ოპტიმალურ პოზიციონირებას და ამცირებს გართულებებს.
პაციენტის ჯანმრთელობა: თვალის რეგულარული შემოწმება და კარგი ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნება ეხმარება ლინზას შეინარჩუნოს თავისი ფუნქცია.
სჭირდება თუ არა ლინზას მოვლა?
თვალშიდა ლინზებს პერიოდული მოვლა არ სჭირდება. ერთხელ ჩადგმის შემდეგ, ლინზა რჩება სტაბილური და გამჭვირვალე კორექციის ან ჩანაცვლების საჭიროების გარეშე ნორმალურ პირობებში.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ დროთა განმავლობაში მხედველობა იცვლება?
მხედველობის ცვლილება კატარაქტის ოპერაციის შემდეგ, როგორც წესი, არ არის თვითონ ლინზასთან დაკავშირებული, არამედ შეიძლება გამოწვეული იყოს მეორადი კატარაქტით ან თვალის სხვა დაავადებებით. მეორადი კატარაქტა ვითარდება მაშინ, როდესაც ჩანთა, რომელშიც მოთავსებულია ლინზა, კარგავს გამჭვირვალობას. ეს იწვევს მხედველობის დაბურვას. ეს პრობლემა ძალიან მარტივად გვარდება სწრაფი ლაზერული პროცედურით, რომელსაც კაფსულოტომია ჰქვია.
თვალის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობა
მიუხედავად იმისა, რომ თვალშიდა ლინზები შექმნილია სამუდამო ფუნქციონირებისთვის, თვალის რეგულარული შემოწმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად. ეს შემოწმებები გვეხმარება ასაკთან დაკავშირებული სხვა დაავადებების (გლაუკომა, მაკულარული დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპათია) ადრეულ აღმოჩენასა და მკურნალობაში.
დასკვნა
თვალშიდა ლინზები კატარაქტის მქონე პაციენტებისთვის წარმოადგენს მუდმივ და გამძლე გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს მკაფიო მხედველობას მთელი ცხოვრების განმავლობაში. რეგულარული შემოწმებების ჩატარებით და თვალის მოვლით, მხედველობას მთელი ცხოვრების განმავლობაში შეინარჩუნებთ.
ნინო კობახიძე
მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი
კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი
გლაუკომატოლოგი
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა/თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM)
მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9/ ს. ცინცაძის 16
ტელ.: 598021122 (10:00-16:00) / 0322900001
email: dr.ninokobakhidze@gmail.com





Comments