top of page
ხშირად დასმული შეკითხვები
რა შემთხვევებში კეთდება მხედველობის ლაზერული კორექცია?
ლაზერული კორექცია ტარდება ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის დროს. დასაშვები ზღვარია ახლომხედველობა -8.0, ასტიგმატიზმი -6.0 და შორსმხედველობა +4.0.
არის თუ არა შესაძლებელი ლაზერული კორექცია კერატოკონუსის დროს?
კერატოკონუსის დროს ტარდება TransPRK Contoura Vision ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად გავასწოროთ რქოვანას ზედაპირის დეფორმაცია და მინიმუმამდე დავიყვანოთ ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი.
რა ასაკშია შესაძლებელი მხედველობის ლაზერული კორექცია?
ლაზერული კორექცია შესაძლებელია 18 წლიდან თუ ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურია. კორექცია შესაძლებელია 55 წლამდე.
როგორ ხდება მხედველობის კორექცია 55 წლის ზემოთ?
55 წლის ზემოთ პაციენტებში მივმართავთ ე.წ. ბროლის რეფრაქციულ გამოცვლას. ამ პროცედურის საშუალებით შესაძლებელია სათვალისგან სრულად გათვისუფლება, როგორც ახლო, ასევე შორ მანძილზე.
bottom of page