top of page

კატარაქტის ქირურგია

პრემიუმ ბროლების

გამოყენებით

​

1 

ერთფოკუსიანი სტანდარტული ბროლი (Rayner BLF) - გაძლევთ მკვეთრ მხედველობას მხოლოდ შორ მანძილზე, ფინანსდება საყოველთო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო სადაზღვევოების მიერ      

     

2

გაფართოებული დიაპაზონის ბროლი (Rayner EMV) - გაძლევთ მკვეთრ მხედველობას როგორც შორ, ასევე საშუალო მანძილზე. საშუალო მანძილი გულისხმობს ყოველდღიურ საჭიროებას სახლის/სამსახურის პირობებში. მაგალითად, მკვეთრად ხედავთ საკვებს თეფშზე, ნივთებს კარადაში ან მაცივარში, საკუთარ თავს სარკეში, გამოსახულებას კომპიუტერის ეკრანზე, ფასების აღნიშვნებს მაღაზიაში. საკითხავად იყენებთ პატარა სათვალეს - 2700 ლარიდან     

3

სრული დიაპაზონის ბროლი (Rayner Galaxy) - გაძლევთ მკვეთრ მხედველობას შორ, საშუალო და ახლო მანძილზე სათვალის გარეშე  - 3900 ლარიდან 

4

ტორიული ბროლი - ყველა ჩამოთვლილი ლინზა არსებობს ე.წ. ცილინდრული კომპონენტით და გამოიყენება მხოლოდ ასტიგმატიზმის მქონე პაციენტებში.     

bottom of page