top of page
Search

შორსწასული კატარაქტა: დაგვიანებული ოპერაციის  რისკები

Updated: Aug 26

მხედველობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც გვაქვს. ჩვენი თვალებით ვხედავთ სამყაროს და ვგრძნობთ განსაკუთრებულ მომენტებს. სამწუხაროდ, წლების მატებასთან ერთად, კატარაქტამ შეიძლება ყველაფერი გააბუნდოვნოს და ფერების სიმკვეთრეც დაგვაკარგვინოს. როდესაც კატარაქტა შორსწასულია, ყოველდღიური ცხოვრება რთული და დამძიმებულია.

შესაძლოა უკვე შეამჩნიე, რომ ფერები აღარ არის ისეთი მკვეთრი, როგორც ადრე. შეიძლება გიჭირდეს საყვარელი ადამიანების სახეების ცნობა ან გეშინოდეს მანქანის მართვა სიბნელეში. შორსწასული კატარაქტა ნელ-ნელა გართმევს სიცოცხლის სიხარულს და გიტოვებს სევდისა და დაუცველობის გრძნობას.


რატომ აჭიანურებენ ადამიანები ოპერაციას?

ბევრი ადამიანი გადადებს ოპერაციას შიშის ან გაურკვევლობის გამო. ზოგი იმედოვნებს, რომ მდგომარეობა თავისით გაუმჯობესდება. მაგრამ ლოდინს შეუძლია მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს. კატარაქტა შეიძლება დღითიდღე გაუარესდეს, ყოველდღიური სირთულეები კი – გაიზარდოს. რაც უფრო შორსწასულია კატარაქტა, მით უფრო რთული და ხანგრძლივი ხდება ქირურგიული ჩარევა.

ree

კატარაქტის ოპერაციის გადადების მთავარი რისკები

  • ფუნქციური შეზღუდვები: ცუდი მხედველობა ზრდის შემთხვევითი ტრავმების, მოტეხილობებისა და ავარიების რისკს. სიარული, საჭმლის მომზადება ან მანქანის მართვა შეიძლება უსაფრთხო აღარ იყოს.

  • გართულებები თვალის მხრივ: ძალიან შორსწასულმა კატარაქტამ შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა, რომელიც აზიანებს მხედველობის ნერვს და იწვევს მხედველობის შეუქცევად დაკარგვას.

  • ქირურგიული სირთულეები: რაც უფრო მკვრივი ხდება ლინზა, მით უფრო რთულია მისი დაშლა და მოცილება. ეს ზრდის ოპერაციის ხანგრძლივობას და ზრდის გართულებების რისკს.

  • პოსტოპერაციული გართულებები: გადადებულ კატარაქტას თან ახლავს უფრო მაღალი რისკი ისეთი გართულებების, როგორიცაა:

    • თვალშიდა წნევის მკვეთრი მატება ოპერაცის შემდეგ

    • ხანგრძლივი ანთება

    • რქოვანას შეშუპება, რომლის აღდგენაც რთულია და ხანდახან, შეუძლებელიც

    • გართულებები თვალის ფსკერზე


რატომ არის დროული ოპერაცია მნიშვნელოვანი?

დღეს კატარაქტის ქირურგია უსაფრთხო, სწრაფი და თითქმის უმტკივნეულოა. დროული ჩარევით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ როგორც ყოველდღიური შეზღუდვები, ისე სერიოზული გართულებები თვალის მხრივ.

ოპერაციის შემდეგ ბევრი პაციენტი გრძნობს, რომ „ხელახლა დაიბადა“.

წარმოიდგინე, როგორ გაიღვიძებ და მკაფიოდ დაინახავ შენი ოჯახის წევრების სახეებს, როგორ შეძლებ ისევ სიამოვნებით სეირნობას ან საყვარელი წიგნის კითხვისას დაღლის გარეშე.


ნუ მისცემ კატარაქტას უფლებას წაგართვას ძვირფასი დრო.

 

ნინო კობახიძე

მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი

კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი

გლაუკომატოლოგი

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა/თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM)

მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9/ ს. ცინცაძის 16

ტელ.: 598021122 (10:00-16:00) / 0322900001

 
 
 

Comments


bottom of page