top of page
Search

რომელი თვალშიდა ლინზა ავირჩიოთ კატარაქტის ოპერაციისთვის?

Updated: Jan 4

კატარაქტის ოპერაციისთვის სწორი თვალშიდა ლინზის არჩევა გადამწყვეტია ოპტიმალური მხედველობითი შედეგის მისაღწევად - ისეთის, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილისა და კონკრეტულ საჭიროებებს ერგება. ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ლინზა და ინფორმირებული არჩევანი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პოსტოპერაციულ გამოსავლებს.

გთავაზობთ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, რომელი ლინზა შეიძლება იყოს თქვენთვის საუკეთესო.


ლინზების ტიპები


  • მონოფოკალური ლინზები (სტანდარტული ლინზები)

    უზრუნველყოფენ მკაფიო მხედველობას მხოლოდ ერთ დისტანციაზე - ჩვეულებრივ შორ ან ახლო მანძილზე. როგორც წესი, ეს ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია, თუმცა ხშირად საჭირო ხდება სათვალე კითხვისთვის ან საშუალო მანძილზე აქტივობებისთვის.

  • EDOF ლინზები (ბრიტანული Rayner EMV)

    უზრუნველყოვენ მკაფიო მხედველობას შორ და საშუალო მანძილზე. საშუალო მანძილი გულისხმობს მხედველობას, რომელიც გვჭირდება სახლის ან ოფისის პირობებში. მაგალითად, მკვეთრად ჩანს საკვები თეფშზე, ფასების აღნიშვნები მაღაზიაში, გამოსახულება კომპიუტერის ეკრანზე.

  • სპირალური ლინზები (ბრიტანული Rayner Galaxy)

    გვაძლევს მკაფიო მხედველობას სხვადასხვა დისტანციაზე (ახლო, შუალედური და შორი), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სათვალის საჭიროებას საკითხავადაც კი. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მეტი თავისუფლება სათვალისგან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  • ტორიული ლინზები (EMV Toric და Galaxy Toric)

    განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ასტიგმატიზმი. ეს ლინზები ეფექტურად ასწორებენ ამ მდგომარეობას ოპერაციის დროს და უზრუნველყოფენ გაცილებით მკაფიო მხედველობას სათვალის მუდმივი საჭიროების გარეშე.


რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი?

  • ყოველდღიური საჭიროებები: გაითვალისწინეთ აქტივობები, როგორიცაა კითხვა, მანქანის მართვა, სპორტი ან კომპიუტერთან მუშაობა.

  • მხედველობითი მიზნები: განსაზღვრეთ, რა არის თქვენი პრიორიტეტი - სრული თავისუფლება სათვალისგან თუ თანახმა ხართ, გამოიყენოთ სათვალე


საუბარი ქირურგთან


ქირურგს გადამწყვეტი როლი აქვს ლინზის სწორად შერჩევაში. ის ჩაატარებს დეტალურ გამოკვლევებს, შეაფასებს თქვენი ცხოვრების სტილს და მოგცემთ რეკომენდაციას ყველაზე შესაფერისი ვარიანტის შესახებ.

თვალშიდა ლინზის სწორად შერჩევა დიდ გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე ოპერაციის შემდგომ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ვარიანტი დეტალურად განიხილოთ თქვენს ქირურგთან, რათა მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება.

 

ნინო კობახიძე

მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი

კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი

გლაუკომატოლოგი

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა/თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM)

მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9/ ს. ცინცაძის 16

ტელ.: 598021122 (10:00-16:00) / 0322900001

 
 
 

Comments


bottom of page