top of page
Search

როგორ ვხედავთ კატარაქტის დროს?

Updated: Aug 26

 

კატარაქტა არის მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, რაც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. ბევრი თავდაპირველად ფიქრობს, რომ სათვალე აქვს შესაცვლელი ან სულაც უსათვალოდ იწყებს კითხვას, მაგრამ სინამდვილეში, ეს კატარაქტის დასაწყისია. პრობლემა თვალის ბუნებრივ ლინზაშია, რომელიც დროთა განმავლობაში იმღვრევა და ცუდად არატებს სინათლის სხივს.

 

რა სიმპტომები აქვს კატარაქტას?

როცა კატარაქტა ყალიბდება, მხედველობა ნელ-ნელა იცვლება. ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

ree
  •  დაბინდული მხედველობა – თითქოს დაბურულ შუშაში იყურებით.

  •  სხივები და ჰალოები – მანქანის ფარები ან სინათლე გაწუხებთ, განსაკუთრებით ღამით.

  •  ფერების გაუფერულება – ფერები ნაკლებად ცოცხალი და მკაფიო ჩანს.

  •  კითხვის გაძნელება – მოგვიანებით სტადიებზე პატარა ასოების გარჩევა რთულდება, თუნდაც სათვალით.

  • ღამით მანქანის მართვის სირთულე – განათებები და განსაკუთრებით, შემხვედრი ფარები ძლიერ დისკომფორტს იწვევს.

თუ რომელიმე სიმპტომს მაინც განიცდით, დიდი ალბათობით საქმე კატარაქტასთან გაქვთ.

 

რატომ ჩნდება პრობლემა?

ჩვენი თვალის ბუნებრივი ლინზა ახალგაზრდობაში სრულიად გამჭვირვალეა და სინათლეს თავისუფლად ატარებს. ასაკთან ერთად ის ნელ-ნელა იმღვრევა. შედეგად, სინათლე აღარ გადის თავისუფლად და გამოსახულება ბუნდოვნად აღიქმება.

 

შეიძლება თუ არა სათვალით ან წვეთებით მკურნალობა?

·       სათვალე ზოგჯერ მხოლოდ დროებით აუმჯობესებს მხედველობას, მაგრამ კატარაქტას ვერ აჩერებს.

·       თვალის წვეთები ეფექტური არ არის.


მხოლოდ ქირურგიული ჩარევაა რეალური გამოსავალი – ოპერაციის დროს შემღვრეული ლინზა იცვლება ხელოვნური ლინზით, რომელიც კვლავ გაძლევთ მკაფიო მხედველობას.

ეს არის მიკროინვაზიური, უნაკერო, უსაფრთხო და ეფექტური პროცედურა, რომელიც დღევანდელ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციად ითვლება. თანამედროვე ხელოვნური ლინზები კი, მხედველობის ყველა მანძილზე უსათვალოდ გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.


ნინო კობახიძე

მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი

კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი

გლაუკომატოლოგი

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა/თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM)

მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9/ ს. ცინცაძის 16

ტელ.: 598021122 (10:00-16:00) / 0322900001


 
 
 

Comments


bottom of page