top of page
Search

პრესბიოპიის კორექცია: არჩევანი ცხოვრების ყველა ეტაპზე

Updated: Jan 4

თუ 40 წელს გადაცდით და შეამჩნიეთ, რომ კარგად დასანახად წიგნის ან ტელეფონის შორს გაწევა გჭირდებათ, ეს პრესბიოპიაა - თვალის ბუნებრივი ლინზის ასაკობრივი ცვლილება, როდესაც ის კარგავს ელასტიურობას და ახლო მანძილზე ფოკუსირება უჭირს. ჩვეულებრივ, ეს იწყება დაახლოებით 40 წლის შემდეგ, მაგრამ მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, ცხოვრების სტილზე და თვალის ჯანმრთელობაზე.


1. 40–55 წელი

ამ ეტაპზე, უმეტესობას შორ მხედველობა კვლავ კარგი აქვს, მაგრამ ახლო მანძილზე სჭირდება დახმარება.


არაქირურგიული მეთოდები

  • საკითხავი სათვალე – ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი არჩევანი.

  • მულტიფოკალური კონტაქტური ლინზები – უზრუნველყოფს როგორც ახლო, ისე შორ მხედველობას ერთ ლინზაში.


ქირურგიული მეთოდები

  • Allotex რქოვანის მიკროიმპლანტი 2მმ დიამეტრის ბუნებრივი კოლაგენის იმპლანტია, რომელიც ახლო მანძილზე მხედველობის აღსადგენადაა შექმნილი. მინიმალურად ინვაზიურ ლაზერულ ჩარევასთან ერთად, იმპლანტი მხოლოდ ერთ თვალზე კეთდება, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მოცილება, ინარჩუნებს ბუნებრივ  შორ მხედველობას.


2. 55–60+ წელი

ამ ასაკში ბევრ ადამიანს უვითარდება კატარაქტის ადრეული ნიშნებიც და პრესბიოპიის გამოსწორება ქირურგიული გზით ხდება. თუ ბუნებრივი ლინზა  უკვე დაბურულია (კატარაქტა), ქირურგიული ჩარევა ერთდროულად კოსმეტიკურიცაა და სამედიცინო აუცილებლობაც. ოპერაციის დროს გამოიყენება სხვადასხვა ფუნქციის მქონე ლინზები:

  • სპირალური ლინზები (Rayner Galaxy) - ბუნებრივი ლინზის ჩანაცვლება იმპლანტით, რომელიც ფარავს როგორც ახლო, ასევე საშუალო და შორ მანძილებს და გვაძლევს ბუნებრივ მხედველობას სათვალის გარეშე.

  • გაფართოებული ფოკუსის სიღრმის (EDOF) ლინზები (Rayner EMV) - უზრუნველყოფს უწყვეტ მხედველობას შორ და საშუალო მანძლებზე, როგორიცაა, მაგალითად, კომპიუტერის ეკრანი. წვრილი შრიფტისთვის საჭიროა საკითხავი სათვალე

 

მთავარი დასკვნები

  • 55 წლამდე: Allotex-ის იმპლანტი ან კონტაქტური ლინზები შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი.

  • 50-60+ ასაკი: თუ კატარაქტის ადრეული ნიშნები უკვე არის, განიხილეთ ლინზის ჩანაცვლება სპირალური ან EDOF ლინზით.


ჩარევის შერჩევა ხდება თქვენი ასაკის, ცხოვრების სტილის და მხედველობითი მიზნების მიხედვით.


თუ გაინტერესებს, როგორ შეგვიძლია სათვალისგან გათვისუფლებაში დაგეხმაროთ, შეავსე ტესტი და მიიღე შენს საჭიროებებზე მორგებული პასუხი:

 

ნინო კობახიძე

მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი

კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი

გლაუკომატოლოგი

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა/თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM)

მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9/ ს. ცინცაძის 16

ტელ.: 598021122 (10:00-16:00) / 0322900001

 

 
 
 

Comments


bottom of page