top of page
Search

კონტაქტური ლინზები და თვალის ჯანმრთელობა: რა უნდა ვიცოდეთ - განსაკუთრებით ზაფხულში

Updated: Aug 26

კონტაქტური ლინზები, სწორი გამოყენების შემთხვევაში, მხედველობის გაუმჯობესების ეფექტური მეთოდია. თუმცა, მათ მოხმარებას გარკვეული რისკებიც ახლავს - განსაკუთრებით ზაფხულში, როცა სიცხე, წყალში გასართობი აქტივობები და მოგზაურობა ზრდის გართულებების ალბათობას.

ree

რატომ არის ზაფხული უფრო სახიფათო

  1. ცურვა და წყლის სპორტი

    • აუზებში, ტბებში და ზღვაში უამრავი ბაქტერია, სოკო და პარაზიტია. კონტაქტური ლინზები კი, ამ მიკროორგანიზმებს  რქოვანის ზედაპირზე აკავებს, რაც ზრდის ინფექციის რისკს.

  2. მაღალი ტემპერატურა

    • სიცხე ლინზების სწრაფად გამოშრობას იწვევს, რასაც ახლავს დისკომფორტი. შესაძლოა განვითარდეს ზედაპირის მიკროდაზიანებები, რაც ინფექციის მაღალ რისკთანაა დაკავშირებული.

  3. მოგზაურობა და ჰიგიენის სირთულეები

    • არათანმიმდევრული წმენდის რეჟიმი, ონკანის წყლის გამოყენება ლინზის ხსნარის ნაცვლად ან ძველი ხსნარის განმეორებით გამოყენება ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას.


ინფექციები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

  • ბაქტერიული კერატიტი

  • სოკოვანი კერატიტი

  • Acanthamoeba კერატიტი – იშვიათი, მაგრამ უკიდურესად მტკივნეული; ხშირად ასოცირდება ცურვასთან ან შხაპთან კონტაქტური ლინზებით


უსაფრთხოების რჩევები კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვის

  • არასოდეს გაცუროთ, არ მიიღოთ შხაპი და არ ჩავხიდეთ ჯაკუზიში ლინზებით.

  • ყოველთვის დაიბანეთ და კარგად შეიმშრალეთ ხელები ლინზების მოხმარებამდე.

  • ლინზები მხოლოდ სუფთა, კომერციული ხსნარით გაწმინდეთ - არასოდეს გარეცხოთ გამდინარე წყლით.

  • შეცვალეთ ლინზის კონტეინერი ყოველ 3 თვეში ერთხელ ან ადრე, თუ დაზიანებულია.

  • დაიცავით გამოყენების ვადები - არ გამოიყენოთ ლინზები რეკომენდებულზე მეტხანს.

  • არ დაიძინოთ ლინზებით.

  • ტკივილის, სიწითლის ან მხედველობის დაბინდვის პირველივე ნიშნებისას მოხსენით ლინზები და დაუყოვნებლივ მიმართეთ თვალის ექიმს.


მხედველობის ლაზერული კორექცია - უსაფრთხო გრძელვადიანი ალტერნატივა

სტატისტიკურად, მხედველობის ლაზერული კორექცია გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო უსაფრთხო გამოსავალია, ვიდრე  კონტაქტური ლინზების მრავალწლიანი გამოყენება:

  • ამცირებს ინფექციის რისკს, რომელიც ლინზების ტარებას ახლავს

  • არ საჭიროებს ხსნარებს ან ლინზების ჰიგიენას

  • გრძელვადიანი კვლევები აჩვენებს, რომ რქოვანის ინფექციის რისკი 3-4-ჯერ უფრო ნაკლებია მხედველობის ლაზერული კორექციის შემდეგ, ვიდრე ათწლეულობით ლინზების ტარებისას

  • განსაკუთრებით სასარგებლოა აქტიური ადამიანებისთვის, მოგზაურებისთვის და სპორტსმენებისთვის


მთავარი გზავნილი

კონტაქტური ლინზები უსაფრთხოა, თუ მკაცრად დაიცავთ ჰიგიენის წესებს - განსაკუთრებით ზაფხულში. მაგრამ მათთვის, ვისაც სურს მეტი კომფორტი და რისკების შემცირება, მხედველობის ლაზერული კორექცია არის დამტკიცებული უსაფრთხო ალტერნატივა მაღალი მხედველობითი შედეგებით.


თუ გაინტერესებს, როგორ შეგვიძლია სათვალისგან გათვისუფლებაში დაგეხმაროთ, შეავსე ტესტი და მიიღე შენს საჭიროებებზე მორგებული პასუხი:


ნინო კობახიძე

მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი

კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი

გლაუკომატოლოგი

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა/თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM)

მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9/ ს. ცინცაძის 16

ტელ.: 598021122 (10:00-16:00) / 0322900001

 

 
 
 

Comments


bottom of page