top of page
Search

ზარმაცი თვალი ზრდასრულებში - მკურნალობა დაგვიანებული არასდროსაა

Updated: Aug 26

თუ გითხრეს, რომ ზარმაცი თვალის მკურნალობა დაგვიანებულია, რადგან უკვე ზრდასრული ხარ და არც ლაზერული კორექციით შეგიძლია მხედველობის გაუმჯობესება, ეს მოძველებული მიდგომაა. თანამედროვე მეთოდები უკვე ნებისმიერ ასაკში გვეხმარება ზარმაცი თვალის გამოფხიზლებაში.


რა ხდება, თუ ზარმაცი თვალი უყურადღებოდ დარჩა?

ზარმაცი თვალი მხოლოდ ესთეტიკური საკითხი არ არის. მას თან უამრავი პრობლემა ახლავს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გიშლის ხელს:

  • დაქვეითებული 3D მხედველობა, რაც ართულებს მანძილების სწორად განსაზღვრას - მაგალითად, მანქანის პარკირბისას ან სასმლის დასხმისას.

  • რისკი „კარგ თვალზე“: თუ შენს კარგად მხედველ თვალს რაიმე პრობლემა შეექმნა, შესაძლოა მხედველობა ძალიან შეზღუდული დაგრჩეს.


როგორ აფერხებს ზარმაცი თვალი მუშაობასა და პროდუქტიულობას?

ზარმაცი თვალი არა მხოლოდ მხედველობას, არამედ სამუშაოს შესრულებასაც უშლის ხელს. მაგალითად:

  • დაქვეითებული კონცენტრაცია: თვალების დაძაბვა და ხშირი დაღლილობა ართულებს ყურადღების შენარჩუნებას.

  • შეცდომები სამუშაოში: სიღრმის ან დეტალების სწორად ვერ დანახვამ შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები, განსაკუთრებით ზუსტი საქმიანობის დროს მაგალითად, კომპიუტერზე მუშაობა, ტექნიკური საქმეები, მანქანის მართვა (შესაძლოა, ვერც აიღო მართვის მოწმობა).

  • დაბალი პროდუქტიულობა: მხედველობის დაღლილობა და დისკომფორტი ამცირებს მუშაობის სისწრაფეს და ხარისხს.

  • პროფესიული შეზღუდვები: ზოგიერთი პროფესია შეიძლება რთული ან შეუძლებელი გახდეს.

  • დაკარგული თავდაჯერება და ცხოვრების ხარისხი, მხედველობის სირთულეების გამო.

  • სტრესი და დაუკმაყოფილებლობა: მუდმივი ბრძოლა მხედველობის პრობლემებთან ამცირებს მოტივაციას და ზრდის დაძაბულობას სამსახურში.

ეს ყველაფერი ერთობლივად არა მხოლოდ მუშაობას, არამედ კარიერულ შესაძლებლობებსაც ზღუდავს.


რა არის Bynocs-ი?

ree

ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ორივე თვალს ერთად მუშაობას ასწავლის - ძველი მეთოდისგან განსხვავებით, როცა კარგად მხედველ თვალს იხვევდნენ, რათა სუსტ თვალს ესწავლა დანახვა. ეს მიდგომა, გარკვეულწილად, ეფექტურია 7-8 წლის ასაკამდე, თუმცა სრულყოფილი 3D მხედველობა მხოლოდ ორივე თვალიდან შაქმნილი გამოსახულებით შეიძლება მივიღოთ. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება Bynocs-ის ვარჯიშები, რომლებიც სახალისო ვიდეოთამაშების სახითაა მოცემული. სავარჯიშოდ კლინიკაში ყოველდღიური სიარულიც არაა საჭირო, ვარჯიშები ონლაინაა ხელმისაწდომი. სწორედ ორი თვალის ერთდროულად მუშაობა განაპირობებს მათ ეფქტურობას როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულ ასაკში.


ლაზერული კორექცია ვარჯიშების შემდეგ

თუ მხედველობა გაუმჯობესდა ვარჯიშემის შემდეგ, მაგრამ ჯერ კიდევ გჭირდება სათვალე, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ლაზერული კორექცია. ეს არის სწრაფი და უმტკივნეულო ლაზერული პროცედურა, რომელიც თვალის ზედაპირს უცვლის ფორმას, რათა სათვალისა და კონტაქტური ლინზებისგან შეძლო გათვისუფლება.

აი, როგორ გეხმარება ეს პროცედურა:


  • აბალანსებს თვალებს: ასწორებს სხვაობას თვალებს შორის და ამარტივებს მათ ერთად მუშაობას.

  • აუმჯობესებს სიმკვეთრეს: ზარმაცი თვალი შეიძლება გაძლიერდეს, მაგრამ მაინც დაბინდული იყოს მხედველობა უსათვალოდ. ამას არეგულირებს კორექცია.

  • გათავისუფლებს სათვალისგან: ბევრ პაციენტს აძლევს უფრო მეტ კომფორტს და თავდაჯერებას.

როგორ იგეგმება მკურნალობა:

  1. თვალის შემოწმება: ჩაგიტარდება სხვადასხვა ტესტი ვარჯიშების გეგმის შესადგენად

  2. Bynocs: დაახლოებით 3 თვე ითამაშებ სპეციალურ თამაშებს 30 წუთის განმავლობაში, კვირაში 5 დღე

  3. პროგრესის გადამოწმება: ორ კვირაში ერთხელ ექიმი ონლაინ შეგიმოწმებს მხედველობის გაუმჯობესებას

  4. ლაზერული კორექცია: თუ მხედველობა საკმარისად გაუმჯობესებული და სტაბილურია, ექიმი დაგიგეგმავს პროცედურას

 

დასკვნა

დღეს ზარმაცი თვალი ზრდასრულებში აღარ არის განუკურნებელი. Bynocs-ისა და ლაზერული კორექციის დახმარებით, უამრავ ადამიანს შეუძლია უფრო მკაფიო, კომფორტული და დაბალანსებული მხედველობის მიღება. ეს მხოლოდ მხედველობას კი არ აუმჯობესებს, არამედ ყოველდღიურ საქმიანობას, პროდუქტიულობასა და ცხოვრების ხარისხსაც.


ნინო კობახიძე

მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი

კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი

გლაუკომატოლოგი

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა/თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM)

მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9/ ს. ცინცაძის 16

ტელ.: 598021122 (10:00-16:00) / 0322900001

 

 
 
 

Comments


bottom of page