მხედველობის ლაზერული კორექცია
FemtoLasik - სტანდარტული (1600 ₾)
FemtoLasik ტარდება ფემტო- და ექსიმერლაზერების საშუალებით. ფემტოლაზერი თვალის ზედაპირზე აყალიბებს დამცავ "ქუდს", ხოლო ექსიმერი აკორექტირებს რეფრაქციულ დარღვევას. დამცავი "ქუდი" უზრუნველჰყოფს მეტ კომფორტს პროცედურის შემდეგ, მხედელობის რეაბილიტაციაც სწრაფია. პაციენტი ჩვეულ საქმიანობას მეორე დღესვე უბრუნდება.
FemtoLasik Contoura Vision (1800 ₾)
თვალის ზედაპირის აგებულება ყველა ადამიანს ისეთივე უნიკალური აქვს, როგორც თითის ანაბეჭდი. Contoura Vision ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, თითოეულ პაციენტს ჩავუტაროთ პერსონალიზებული ლაზერული კორექცია, მის ინდივიდუალურ ტოპოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით. შედეგად, მინიმუმამდეა დაყვანილი რქოვანას თანდაყოლილი უსწორმასწორობით გამოწვეული ე.წ. მაღალი რიგის აბერაციები, რომლებიც აქვეითებენ მხედველობის ხარისხს, განსაკუთრებით ღამის საათებში.
TransPRK (1350 ₾)
TransPRK რთული პათოლოგიების დროს (1500 ₾)
ეს პროცედურა ტარდება მხოლოდ ექსიმერლაზერის გამოყენებით. ამ ჩარევას ვირჩევთ იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აქვს თხელი რქოვანა ან ფემტოლაზერული კორექციის რაიმე სხვა უკუჩვენება. თუმცა, პაციენტის სურვილით, ამ პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერი აგებულების თვალზე. TransPRK-ისთვის დამახასიათებელია მეტი დისკომფორტი პირველი 2-3 დღის განმავლობაში და მხედველობის რეაბილიტაციაც უფრო ხანგრძლივია.
რქოვანას რთული პათოლოგიების დროს, როგორიცაა, კერატოკონუსი, პელუციდური მარგინალური დეგენერაცია, ნაწიბურები, ტარდება TransPRK Contoura Vision ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად გავასწოროთ რქოვანას ზედაპირის დეფორმაცია და მინიმუმამდე დავიყვანოთ ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი.