მხედველობის ლაზერული კორექცია, FemtoLASIK, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ელექტიური/არჩევითი სამედიცინო პროცედურაა. ამ გზით იცვლება თვალის ზედაპირის ფორმა და, შედეგად, სწორდება თვალის ისეთი რეფრაქციული მანკები, როგორიცაა მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა) და ასტიგმატიზმი (ბუნდოვანი მხედველობა ყველა მანძილზე).
FemtoLASIK-ის შემდეგ აღარ გექნება ბუნდოვანი მხედველობა და არ მოგიწევს რეგულარულად სათვალისა და კონტაქტური ლინზების ტარება. წარმოიდგინე, რამხელა თავისუფლებას გთავაზობს ლაზერული კორექცია ყოველდღიურ ცხოვრებაში!
იმისდა მიუხედავად, რომ FemtoLASIK წარმოუდგენლად უსაფრთხო და გავრცელებული პროცედურაა, ბუნებრივია, გიჩნდება უამრავი კითხვა და შფოთვა, სანამ ამ პროცედურის ჩატარებას გადაწყვეტ. ქვემოთ, ჩვენ გაგაცნობთ ფაქტებს სანდო სამედიცინო ლიტერატურიდან, რომლებიც აქარწყლებს გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს ლაზერული კორექციის შესახებ.
მითი: ლაზერული კორექცია მტკივნეულია
ფაქტი: პროცედურის დაწყებამდე თვალები ყუჩდება მხოლოდ წვეთების საშუალებით. ჩვენ ასევე შემოგთავაზებთ მსუბუქ დამამშვიდებელ აბებს, რაც დაგეხმარება ემოციური ფონისგან გათავისუფლებაში. პროცედურის მსვლელობისას 20-30 წამის განმავლობაში იგრძნობ მხოლოდ მსუბუქ ზეწოლას თვალზე. სულ პროცედურა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.
მითი: ადამიანების უმეტესობა არ არის FemtoLASIK-ის კანდიდატი.
ფაქტი: 18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანების 90% FemtoLASIK-ის შესანიშნავი კანდიდატია. თუ რაიმე მიზეზით კანდიდატი არ აღმოჩნდი, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული საშუალებები, რომლებიც შეგვიძლია მოვარგოთ შენს ასაკს და მხედველობით საჭიროებებს. იმისათვის, რომ კორექციის მეთოდი შეირჩეს, ჩვენ შევაფასებთ თვალის აგებულებას სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო აპარატურით და შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც სხვადასხვა ბიუჯეტს და სურვილს ერგება.
მითი: FemtoLASIK-ის ხანგრძლივი შედეგები უცნობია
ფაქტი: ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ტექნოლოგია ათწლეულებია ვითარდება და ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტიური/არჩევითი სამედიცინო პროცედურა ჯერ კიდევ 90-იანი წლებში, მისი დაბალი რისკისა და სასურველი შედეგების გამო.
ამ ხნის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რისკი დაბალია. მაგალითად, კონტაქტური ლინზებით ბაქტერიული ინფექციის ალბათობა არის 1 შემთხვევა 100-დან. ხოლო კორექციის შემდეგ ანთების რისკი არის 1 ყოველი 1500 პროცედურიდან. პოსტოპერაციული დანიშნულების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, მაქსიმალურად დაცული ხარ მსგავსი გართულებებისგან.
მითი: მხედველობის ლაზერული კორექციის შედეგად შესაძლებელია დაბრმავება
ფაქტი: FemtoLASIK-ით გამოწვეული გართულებები უკიდურესად იშვიათია, დაბრმავება კი, თითქმის შეუძლებელი. შესაძლოა კორექციას არ მოყვეს მხედველობის სრული აღდგენა, რის გამოც შეიძლება დაგჭირდეს დამატებითი მცირე ჩარევა (პროცედურის ეფექტის გაუმჯობესება).
მითი: მხედველობის ლაზერული კორექცია ძვირია
ფაქტი: ლაზერული კორექცია შესაძლოა ძვირად აღიქმებოდეს, თუმცა თუ შეაფასებ, რამდენს ხარჯავ სათვალეში, კონტაქტურ ლინზებსა და მათი მოვლის საშუალებებში, ნახავ, რომ კორექცია პირიქით, იაფია.
კარგი მხედელობა არ უნდა იყოს ფუფუნება. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცედურები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი პაციენტებისთვის. ჩვენთან შესაძლებელია განვადება, მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებისთვის, ასევე, შესაძლებელია ლაზერული კორექციის უფრო დაბალბიუჯეტური მეთოდის არჩევა.
მითი: მხედველობის აღდგენა ნელი და მტკივნეულია.
ფაქტი: პირიქით, FemtoLASIK-ის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ მისი სწრაფი აღდგენის დროა. პაციენტების უმეტესობა პროცედურიდან რამდენიმე საათში აღარ განიცდის დისკომფორტს, 24 საათის შემდეგ კი უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.
მითი: FemtoLASIK-ის შედეგები არ არის ხანგრძლივი.
ფაქტი: არასწორია - FemtoLASIK სამუდამოდ ცვლის თვალის ზედაპირს. პროცედურის დროს ხდება რქოვანას ფორმის შეცვლა, არსებული მხედველობის პრობლემა(ებ)ის გამოსასწორებლად და ეს დროთაგანმავლობაში არ ქრება. შესაძლოა განვითარდეს მცირე რეგრესი (მობრუნდეს მცირე მინუსი), რაც დამატებითი კორექციით გვარდება.
ნინო კობახიძე
მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი
კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი
გლაუკომატოლოგი
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა
მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9
ტელ.: 598021122 (10:00-16:00)
email: dr.ninokobakhidze@gmail.com
Comments