მხედველობის გასაუმჯობესებლად კონტაქტურ ლინზებს უამრავი ადამიანი იყენებს. ლინზების საშუალებით მხედველობა უფრო მკაფიო და ბუნებრივია. მათი ტარებით თავიდან ირიდებ სათვალის საჭიროებას, რომელიც გიზღუდავს მხედველობის ველს, ინისლება ან სველდება წვიმიან ამინდში, ხელს გიშლის სხვადასხვა ფიტნეს და სპორტულ აქტივობაში.
მეორეს მხრივ, ლინზებს მეტი მოვლა ჭირდება. აუცილებელია მათი მოხსნა ძილის წინ, გასუფთავება და სპეციალურ ხსნარში შენახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება ინფექციის რისკი. კონტაქტური ლინზების მოხმარება დროთაგანმავლობაში იწვევს თვალის გაღიზიანებას და სიმშრალეს. ხშირია კონტაქტური ლინზების აუტანლობა, რომელიც შეიძლება როგორც მათი მოხმარების დაწყებისთანავე, ასევე, წლების მერეც განვითარდეს.
კონტაქტური ლინზების აუტანლობის ნიშნები
არსებობს სიმპტომების სპექტრი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ შენ გაქვს კონტაქტური ლინზების აუტანლობა. ესენია:
თვალის სიმშრალე
გაღიზიანება
ქავილი
ანთება
ლინზების ხანგრძლივი ტარების შეუძლებლობა
ტკივილი ან ჩხვლეტა ლინზების გამოყენებისას
რქოვანას ეროზიები
სიმპტომების სიმძიმე ყველასთვის განსხვავებულია. ზოგიერთი ადამიანი ამ ჩივილებით იშვიათად მიმართავს ექიმს, ხოლო სხვებისთვის ეს შეიძლება ყოველდღიური მოვლენა იყოს. სიმპტომები დროთაგანმავლობაში შესაძლოა, გახშირდეს. ამიტომ გამოსავლის პოვნა მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ცხოვრება დისკომფორტის გარეშე შეძლო.
მხედველობის ლაზერული კორექცია შესაძლებელია მიოპიის (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპიის (შორსმხედველობა), ასტიგმატიზმისა (ბუნდოვანი მხედველობა ყველა მანძილზე) და კერატოკონუსის დროსაც კი.
მხედველობის ლაზერული კორექციის შემდეგ დაივიწყებ ლინზებთან დაკავშირებულ დისკომფორტს, მოიხსნი სათვალესაც. თვალის ზედაპირის ფორმის შეცვლის გზით, ეს პროცედურა ებრძვის შენი მდგომარეობის გამომწვევ მიზეზს. დილით გაიღვიძებ მკაფიო მხედველობით, არ დაგჭირდება სათვალის ძებნა ან ლინზების ჩასმა, დაივიწყებ ლინზების აუტანლობასთნ დაკავშირებულ სიმპტომებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ლაზერული კორექცია შეგიმცირებს ლინზებთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ნინო კობახიძე
მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი
კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი
გლაუკომატოლოგი
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა
მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9
ტელ.: 598021122 (10:00-16:00)
email: dr.ninokobakhidze@gmail.com
Comments